ორიგენე – „ეპიზოდი”
ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი საყოველთაოდ ცნობილი ძველ ბერძენი თეოლოგი, სწავლული და ფილოსოფოსი – ორიგენე ადამანტი (185-254 წლები), იმთავითვე ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი საწოლში ძილს მიწაზე ძილს ამჯობინებდა; იკვებებოდა ძალიან მწირი რაოდენობის საკვებით; მუდმივად გადაადგილდებოდა ფეხშიშველი. მოკლედ რომ ვთქვათ, ორიგენე თავგამოდებით და შეგნებულად მიისწრაფვოდა – სრული სიღარიბისაკენ. ამიტომაც ამბობდნენ მის შესახებ – „წმიდა სიღარიბეში” ამჯობინებდა ცხოვრებასო. თუმცა ეს კიდევ არაფერი… ძველი ისტორიული წყაროების მტკიცებით, ადამანტმა ერთ მშვენიერ დღეს გამაოგნებელი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს: როგორც ცნობილია, ამ უდიდესი ძველ ბერძენი წმინდანის მოწაფეებს შორის განსაკუთრებით სჭარბობდნენ ქალბატონები. იმისათვის, რომ ყოველგვარი შესაძლო ეჭვი გაეფანტა, ორიგენემ „ზეციური სამეფოს” სახელით, საკუთარი ხელით, ნებაყოფლობით მოიკვეთა თავისი გენეტალიური ორგანოები – საჯაროდ. – (ავტორი გენია.ჯი)