ხიდი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ეპოქაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ის მთავარი ინჟინრები, რომელნიც უშუალოდ აგებენ პასუხს ამა თუ იმ საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების მშნებელობაზე, ვალდებულნი არიან პირველებმა შეამოწმონ თავიანთი ახალი ქმნილებების სიმყარე და საიმედოობა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც გადაადგილდებიან ისინი პირველები ხიდების გახსნის დროს მათზე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით. აღნიშნულ ტრადიციას სათავე უძველეს პერიოდში ჩაეყარა, თუმცა მაშინ ხიდების სანდოობა სხვა მეთოდებით მოწმდებოდა. ასე მაგალითად: ძველ რომში ხიდის ამგები ინჟინერი ვალდებული იყო გარკვეული ხნის განმავლობაში პირადად ეცხოვრა ახლადგახსნილი ხიდის ქვეშ. ამ მხრივ, ადრეული პერიოდის ინგლისში უფრო შორს წავიდნენ: ინგლისელი ინჟინრები ვალდებულები იყვნენ, ახლადგახსნილი ხიდების ქვეშ თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად დაბინავებულიყვნენ რამდენიმე ხანი. – (ავტორი გენია.ჯი)