მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის მიერ 1884 წელს გამოქვეყნებულმა ლიტერატურულმა ქმნილებამ – „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, იმთავითვე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საზოგადოებაში. ერთმა ნაწილმა თუ იგი დადებითად შეაფასა, მეორე ნაწილს მის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება არ დაუმალავს. (ავტორი გენია.ჯი) უილიამ ფოლკნერის მსგავსად, აღნიშნულ ლიტერატურულ ნაწარმოებს მაღალ შეფასებას აძლევდა ერნესტ ჰემინგუეი, რომელიც აცხადებდა, რომ სწორედ „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” გახდა ის წიგნი, რომლისგანაც წარმოიშვა შემდგომში თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა აღფრთოვანებით შეხვდა მარკ ტვენის ახლადგამოქვეყნებულ სათავგადასავლო ჟანრის რომანს. ასე მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატში მისი გაყიდვა საერთოდ აიკრძალა, რადგან მასში რასიზმის აშკარა ნიშნები იქნა აღმოჩენილი.
ჰემინგუეისა და ფოლკნერისაგან განსხვავებით, მარკ ტვენის ლიტერატურული ქმნილება სასტიკად გააკრიტიკა საყოველთაოდ ცნობილი რომანის – „პატარა ქალები”-ს ამერიკელმა ავტორმა – ლუიზა მეი ოლკოტმა. ის კი არა და, მან მარკ ტვენს მრისხანებით აღსავსე წერილიც კი აახლა, რომელშიაც ვკითხულობთ – „თუ კი არ შეგიძლიათ დაწეროთ უკეთესი ლიტერატურული ნაწარმოებები ყმაწვილი მკითხველისათვის, ვიდრე „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალია”, მაშინ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, საერთოდ არაფერი დაწეროთ არასოდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუიზა მეი ოლკოტი