ტროლეიბუსი – „ეპიზოდი”
ტროლეიბუსის წინამორბედ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც 1882 წლის 29 აპრილს გამოჩნდა პირველად გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე პატარა რაიონში – ჰელენზეში, იმთავითვე – „ელექტრომოტო” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ ინოვაციური ელექტრო-ტრანსპორტის გამოგონება დაკავშირებულია საყოველთაოდ ცნობილი გერმანული კონგლომერატის – „სიმენსი”-ს ფუძემდებელთან – ერნსტ ვერნერ ფონ სიმენსთან და ინგლისში მოღვაწე მის ღვიძლ ძმასთან, სახელოვან გერმანელ ინჟინერ-მექანიკოსთან – კარლ ვილჰელმ სიმენსთან. სწორედ ამ უკანასკნელმა მიაწოდა ტროლეიბუსის გამოგონების იდეა დიდ გერმანელ ინჟინერს, გამომგონებელსა და მეწარმეს, რომელმაც შემდგომში ფრთებიც შეასხა მას. პირველი ტროლეიბუსები საზოგადოებაში აღქმული იქნა, როგორც ავტობუსისა და ტრამვაის ჰიბრიდი.
P.S. ცნობისათვის გაუწყებთ, რომ დღეისათვის, ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშრუტის სიგრძე მსოფლიოში – 86 კილომეტრია. აღნიშნული მარშრუტი გადის სიმფეროპოლსა და იალტას შორის (ყირიმის ნახევარკუნძული). იგი გახსნილი იქნა 1961 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
ერნსტ ვერნერ ფონ სიმენსი
კარლ ვილჰელმ სიმენსი