ფრენკ სინატრა – „ეპიზოდი”
1930-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი მეტად საინტერესო და მრავლისმეტყველი კანონი იყო მოქმედებაში: ქმარშვილიან (დაოჯახებულ) ქალთან სქესობრივი კავშირი თუნდაც ის ქალის მხრიდან ნებაყოფლობითი ყოფილიყო, მამაკაცს სისხლის სამართლის დანაშაულად ეთვლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონის (ქმარშვილიანი ქალის შეცდენის) საფუძველზე იმ პერიოდის აშშ-ი უამრავი ადამიანი იქნა გასამართლებული და დასჯილი. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ იტალიური წარმომავლობის მქონე XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი პოპ-მუსიკოსი და შოუმენი - ფრენკ სინატრა (1915-1998 წლები). 1938 წლის ნოემბრის თვეში 23 წლის ასაკში მყოფი გენიალური მუსიკოსი ნიუ-ჯერსის შტატში დააკავეს და ბრალად „უმწიკვლო რეპუტაციის” მქონე ქმარშვილიან ქალთან სქესობრივი კავშირი წაუყენეს. საბედნიეროდ, ფრენკს გისოსებს მიღმა სულ რაღაც თექვსმეტიოდე საათის გატარება მოუხდა, რის შემდგომაც ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევის შედეგად იქნა განთავისუფლებული. თუმცა-კი, ამ სკანდალურ ფაქტს კინაღამ შეეწირა დიდი ამერიკელი მუსიკოსის ბრწყინვალე კარიერა. – (ავტორი გენია.ჯი)