იცით თუ არა, რომ?!

1. ძვ.წ.აღ-ით 500 წლამდე ჩინეთში კანონის ძალით იყო აკრძალული 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაქორწინება. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ცხოველთა სამყაროში ყველაზე ხანგრძლივი მაკეობის პერიოდით – სპილოები გამოირჩევიან და იგი 22-24 თვის განმავლობაში გრძელდება.

* * *

3. აფთრებს 62 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება ძალუძთ. ასეთი სიჩქარით მათ რამდენიმე კილომეტრის გარბენა ძალუძთ.

* * *

4. საბერძნეთის, ესპანეთისა და იტალიის ეროვნულ პროდუქტად აღიარებული – ზეითუნის ზეთის წარმოებამ სათავე ჩვ.წ.აღ-მდე მესამე ათასწლეულში აიღო კუნძულ კრეტაზე.

* * *

5. ნიანგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 100 წელიწადია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ავსტრიული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ამერიკელი მსახიობი ქალი – ნიკოლ კიდმანი – „ლეპიდოფტეროფობიით” ანუ პეპლების მიმართ პათოლოგიური შიშით არის შეპყრობილი.

* * *

7. მგლების ხროვა 60-ზე მეტი მგლისაგან შედგება.

* * *

8. ცნობილია, რომ ცხრა წლის ასაკში მყოფი დავით კლდიაშვილი კიევის სამხედრო გიმნაზიაში გაგზავნეს სასწავლებლად. სამწლიანი განშორების შემდგომ საზაფხულო არდადეგებზე სამშობლოში დაბრუნებულ დიდ ქართველ მწერალს იმდენად დავიწყებოდა მშობლიური ენა, რომ საყვარელ დედასთან საურთიერთოდ თარჯიმანიც კი დასჭირდა.

* * *

9. ღვარძლიან კრიტიკოსად ცნობილი დიდი ძველ ბერძენი რიტორი და სოფისტი – ზოილი ლანძღავდა – ჰომეროსს, მევიუსი – ვერგილიუსს, ვიზე – მოლიერის, პოპი – შექსპირს, ფრერონი – ვოლტერს და ასე გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ…

* * *

10. იუდაიზმში ქალი უფრო სრულყოფილ ქმნილებად არის მიჩნეული, ვიდრე მამაკაცი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>