ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის რუსი კლასიკოსი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები), რომელიც ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა თავის გენიალურ შემოქმედებას, ერთობ უცნაური თვისებებით გამორჩეული კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარი მწერალი დიდ პატივს სცემდა ადრეული პერიოდის სახელოვანი ფრანგი განმანათლებლების ფილოსოფიურ მსოფლმხედველობებს. თუმცა მათგან ტოლსტოი განსაკუთრებით მაინც ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიური მსოფლმხედველობით გახლდათ მოხიბლული. მისი გატაცება ფრანგი განმანათლებლით იმდენად მაღალი იყო, რომ ქრისტიანი რუსი მწერალი გულმკერდზე დაკიდებული ჯვრის ნაცვლად, თავისი კუმირი ფილოსოფოსის – ჟან-ჟაკ რუსოს გამოსახულებიან პორტრეტულ მედალიონს ატარებდა გულმკერდით. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-ჟაკ რუსოს მედალიონი