ივანე ბუნინი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, პირველი რუსი მწერალი, რომელსაც პატივად ერგო ნობელის პრემიით დაჯილდოვება ლიტერატურის დარგში 1933 წელს – ივანე ბუნინი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ იმ წელს ბუნინთან ერთად ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო კიდევ ერთი რუსი მწერალი – მაქსიმ გორკი. არჩევანი შვედეთის აკადემიამ რატომღაც ივანეს სასარგებლოდ გააკეთა, რამაც რიგი რუსი ლიტერატორის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნობელის კომიტეტმა უსამართლოდ მიანიჭა ბუნინს ესოდენ პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაო. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაკრიტიკებული იქნა XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს პოეტად აღიარებული ქალის – მარინა ცვეტაევას მიერაც. მან შვედეთის აკადემიაში გაგზავნა ტელეგრამა, რომელშიაც ერთმნიშვნელოვნად ეწერა: „მაქსიმ გორკი – მთელი ეპოქაა, ივანე ბუნინი კი – ეპოქის დასასრულიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

მარინა ცვეტაევა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>