ლუი არმსტრონგი – „ეპიზოდი”
„საჩმო”-ს მეტსახელით ცნობილი ვირტუოზი ამერიკელი ჯაზის მუსიკოსის - ლუი დანიელ არმსტრონგის (1901-1971 წლები) ბავშვობამ უკიდურეს სიდუხჭირეში ჩაიარა. მამამ ლუი ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში მიატოვა, დედა კი იმთავითვე პროსტიტუციით იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მშობლების მიერ უყურადღებოდ მიტოვებული პატარა არმსტრონგი იძულებული იყო, სარჩო-საბადებელი არა მხოლოდ ნაგვის ურნებში ეძებნა და მოეპოვებინა, არამედ წვრილმან ქურდობებზეც კი წასულიყო. უფულობის გამოისობით მიატოვა სკოლაში სწავლა და შესაბამისად, არ მიუღია სრულყოფილი განათლებაც. მშობლებისაგან, განსაკუთრებით კი მამისაგან იგნორირებულმა დიდი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა ვაჟმა უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მაინც უდიდეს წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში და მსოფლიოში საუკეთესო ჯაზმენის სახელიც დაიგდო. ამბობენ, რომ ლუი არმსტრონგმა ერთადერთხელ იტირა საჯაროდ ცხოვრებაშიო. ეს მაშინ მოხდა თურმე, როდესაც არმსტრონგს დედა გარდაეცვალა. ხოლო, როდესაც მას მამაც გამოეცალა ხელიდან, იგი საერთოდ არ გამოჩენილა არც მის პანაშვიდებზე და არც დაკრძალვაზე. „ეს ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენდა. მან თავის დროზე მიატოვა როგორც დედა, ასევე მეცო”, – ხშირად აღნიშნავდა ხოლმე იგი თავისი მამის შესახებ ახლობელთა წრეში. – (ავტორი გენია.ჯი)