ნაპოლეონ ბონარატი – „ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანეში განთავსებულ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონ ბონარატი ბრიტანელებს განსაკუთრებულად ჰყავდათ იზოლირებული გარე სამყაროსაგან. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ერთ დროს ძლევამოსილ ფრანგ მხედართმთავარს იძულებითი გადასახლებისაგან თავი არ დაეხსნა, ბრიტანელებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზნით წმინდა ელენეს კუნძულს 2 800 ბრიტანელი ჯარისკაცი იცავდა. მათ შეიარაღებაში 500 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იმყოფებოდა. გარდა ამისა, კუნძულის სიახლოვეს გამუდმებით პატრულირებდა სამეფო ფლოტის 11 სამხედრო-საზღვაო ხომალდი. წმინდა ელენეს კუნძულთან არსებულ უახლოეს კუნძულებზე (1200 მილის რადოიუსში) ბრიტანელებმა განათავსეს დამატებითი სამხედრო გარნიზონები. ამ გზით ისინი თავს იზღვევდნენ ნაპოლეონის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გაქცევისაგან.
ასეთი გამკაცრებული ზომები ტყუილუბრალოდ ნამდვილად არ იყო მიღებული, რადგან ბონაპარტის მომხრეებმა რამდენჯერმე დაგეგმეს მისი კუნძულიდან უჩუმრად გაპარება. მათ შორის საჰაერო ბურთისა და პრიმიტიული წყალქვეშა ნავის გამოყენების გზითაც კი. ნაპოლეონისდა სამწუხაროდ, თითოეული ასეთი მცდელობა ყურადღებიანი ბრიტანელების მიერ დროულად იქნა აღკვეთილი. გაქცევის მცდელობის ორგანიზატორები კი გამოაშკარავებული და დასჯილნი. – (ავტორი გენია.ჯი)