გურამ ფანჯიკიძე წერდა…
„მე მგონი, სადავო არ უნდა იყოს: ადამიანს დიდი შიშის განცდისას გაურბენია ისეთი უფსკრულის პირას ან გადამხტარა ისეთ სიმაღლეზე და სიგრძეზე, რასაც ვერ გაბედავდა ჩვეულებრივი, დამშვიდებული სულიერი მდგომარეობის დროს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ექიმი ხარ, ექიმის პროფესიის განუყოფელი პირობაა ადამიანის სიყვარული”.
* * *
„ავადმყოფს რწმენაც კურნავს. ამიტომ ამ რწმენის შელახვა ყოვლად შეუწყნარებელია”.
* * *
„ალექსანდრე ვიშნევსკი ამბობდა, მე მირჩევნია ოპერაცია გამიკეთოს საშუალო ექიმმა, მაგრამ კარგმა ადამიანმა, ვიდრე კარგმა ექიმმა, მაგრამ საშუალო ადამიანმაო”.
* * *
„კაცობრიობას დიდი სიფრთხილე მართებს, უკვე ძალზე ბევრი ჯინია ბოთლიდან ამოშვებული!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მსხვილმანები წვრილმანებისაგან იქმნება”.
* * *
„ჩვენ თუ გვინდა ნამდვილი წესრიგი დავამყაროთ, კანონი უნდა მოეთხოვოს დიდსა და პატარას, ჩინოსანსა და უჩინოს”.
* * *
„ინტელექტუალური ადამიანები, ნამდვილად არ სარგებლობენ იმ უპირატესობით, მათ რომ სამართლიანად ეკუთვნით”.
* * *
„კეთილი ადამიანების ხელში ტელევიზია პროგრესის შეუცვლელი ფაქტორი გახდება, მაგრამ ბოროტი ადამიანის ხელში იგი გადაიქცევა ტროას ცხენად”.
* * *
„არ მეგულება ნორმალური ადამიანი, რომელსაც უცხოეთში ერთ კვირაში არ მოეძალება სამშობლოს ნოსტალგია”. – (ავტორი გენია.ჯი)