„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ათას კეთილში ერთი ბოროტიც რომ გამოერიოს, ჯოჯოხეთისათვის ესეც ზეიმია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა ყურისგდებაა საჭირო, მაშინ პირველი იყავი, ხოლო როცა ლაპარაკია საჭირო, ბოლოში ჩადექი”.

* * *

„კაცის გათავებაზე უარესი რაღა იქნება”.

* * *

„ღმერთს ადამიანის სამლოცველოდ ხალხი გაუჩენია”.

* * *

„კაცის გულს ცოტა სათნოება აცოცხლებს და ცოტა გესლი ახრჩობს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანაში მცხოვრებს ქვეყნიური საქმე ჰმართებს”.

* * *

„ძნელი სათქმელია, რა არის მიზეზი, რომ შიმშილობის დროს ყველაფერს სხვა გემო და ლაზათი აქვს – საჭმელ-სასმელის ნაკლებობა თუ სამზარეულო ხელოვნების გაფურჩქვნა”.

* * *

„მკვდრებსაც პატრონობა უნდა”.

* * *

„ხომ გგონია, ცხოვრებას ვიცნობო, ცდები, შენი ჭირიმე! ჯერ კიდევ შორს ხარ სინამდვილიდან”.

* * *

„პატიოსან კაცს ჭეშმარიტების არ უნდა ეშინოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება