ჰენდრიკ ანტონ ლორენცი – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, ნობელინტმა ნიდერლანდელმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა და სწავლულმა – ჰენდრიკ ანტონ ლორენცმა (1853-1928 წლები), შესანიშნავად გაათვითცნობიერა ომის მთელი საშინელება. კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული ომის გამჩაღებელ სახელმწიფოებზე საუბრის ჩამოვარდნის დროს კი, იგი ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვას, თუმცა კი ერთობ მრავლისმეტყველ სიტყვას ამბობდა ხოლმე: „ – მადლობა ღმერთს, ისეთი პატარა ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც არ შეუძლია დიდი სისულელეები ჩაიდინოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)