სერგეი რახმანინოვი ამბობდა…
„საერთოდ, ჩუმი კაცი ვარ. დუმილი უსაფრთხოების საწინდარია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ასე ხდება: ადამიანს მაშინ შევიცნობთ, როცა ვკარგავთ…”
* * *
„რა ბრძნულად არის მოწყობილი, რომ სიკვდილს თანდათან მიჰყავს უფროსი თაობა და გზას აძლევს ახალგაზრდებს. აბა, იფიქრეთ, რა მოხდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში: რამდენი ხმაური და უსიამოვნება მოჰყვებოდა! უფროსები განზე გადგებოდნენ, ერთმანეთით კმაყოფილნი ახალგაზრდების შეცდომებზე იმსჯელებდნენ”.
* * *
„ერთადერთი, რაც არა გაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის სიმშვიდე. თუმცა ევროპაშიც ძნელი მოსაპოვებელი გახდა იგი… ან მე არ შემიძლია მოვიპოვო, ან არსად სუფევს”.
* * *
„ამქვეყნად ყოველივე წარმავალია და უაზრობაა, წარსულს, გარდასულს ჩავეჭიდო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთელი ცხოვრება საკუთარი თავით უკმაყოფილო ვიყავი”.
* * *
„რომელი მშობელი გინახავთ შვილებით კმაყოფილი?”
* * *
„უკვდავებაზე არასოდეს მიფიქრია. ადამიანი ცვდება, ბერდება. სიბერეში თვითონვე ბეზრდება საკუთარი თავი, მე კი სიბერემდე მომბეზრდა”.
* * *
„ღმერთი ამბობდა: „განა მე არ ავანთე ჩირაღდანი თქვენს თავებს ზემოთ?”
* * *
„კონცერტზე თუ ვერ გამოვედი, ჩემი აღსასრულიც დადგება”. – (ავტორი გენია.ჯი)