„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დიდ კაცს დიდი კაცები იცნობენ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არასოდეს იფიქროთ იმაზე, რის პასუხი არ არსებობს!”
* * *
„სიკვდილი ერთი უბედურებაა, დაკრძალვა – მეორე. მაშინ ჭირისუფალი მთელი სიმძაფრით გრძნობს, რას წარმოადგენს ამქვეყნად, ვინ ჰყავს, რა ძალა აქვს, რად მიაჩნიათ”.
* * *
„არავისზე არაფერია დამოკიდებული!”
* * *
„წამალი ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან არსებობდეს ყველასათვის. ვისაც სჭირდება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ღირსებას გაფრთხილება უნდა და ვისაც ეს ავიწყდება, თავის თავს სამარეს უთხრის”.
* * *
„კარგად დაიხსომეთ: ეშმაკი კაცი პატიოსანი არ იქნება”.
* * *
„ისტორია გვამცნობს, რომ სადაც ზნეობა, უმეტესად ქალის ზნეობა დაეცემა, იქ ბიწიერება მრავლდება და ვრცელდება, სამოქალაქო წესი ირღვევა და იშლება, გონების ძალა და ხასიათის სიმტკიცე სუსტდება, ღვთისა და მამულის სიყვარული აღმოიფხვრება. ამ მიზეზებმა დასცა ყველა დიდი სახელმწიფო თავის დროზე”.
* * *
„სიკვდილის ახსნა შეუძლებელია. მის არსში გარკვევის სურვუილი – მკრეხელობაა. სრულიად განსხვავებული სამყაროს მოვლენაა. ვერ მიეკარები, ვერაფერს გაუგებ! ერთი გზა გრჩება: გაქვავდე მისი საიდუმლოების წინაშე”.
* * *
„ბავშვი ჩასახვის დღიდანვე ადამიანია, და ღირსეულ დამოკიდებულებას ითხოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)