ალექსანდრე კუპრინი – „ეპიზოდი”

გამოჩენილმა რუსმა ლიტერატორმა – ალექსანდრე კუპრინმა (1870-1938 წლები), თავის რიგით პირველ მეუღლეზე, სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დირექტორის ქალიშვილზე – მარია დავიდოვაზე 32 წლის ასაკში იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) მწერლის მეუღლე ყოველნაირად ცდილობდა „დიდ” ლიტერატურულ ასპარეზს ეზიარებინა და ერთგვარ სალონის მწერლად ექცია ალექსანდრე. ამისათვის იგი მაქსიმალურად იყენებდა თავის გავლენებს „მაღალ საზოგადოებაში”. თუმცა ყოველივე ამას ხელს უშლიდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: კუპრინი ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე ლიტერატორი გახლდათ. იმ პერიოდში კი, როდესაც მარიამ ქმრის მორჯულება გადაწყვიტა, მწერალი განსაკუთრებით იტანჯებოდა ალკოჰოლიზმით. ერთ დღესაც, მარიამ ნაბახუსევი მეუღლე თავის საძინებელში გამოკეტა და ოთახიდან განთავისუფლების პირობად, ერთი ლიტერატურული ნაწარმოების დაწერა წაუყენა. მიუხედავად საშინელი ანკანაკებისა (გასაგებად რომ ვთქვათ – „ზაპოისა”), მეუღლემ მარიას წინადადება მიიღო და საქმესაც შეუდგა. რამდენიმე ხნის განმავლობაში ოთახში ჩაკეტილი ქმარი კარის ქვემოთ დარჩენილი ღრიჭოდან აწვდიდა ლიტერატურული ქმნილების ახალ-ახალ ხელნაწერებს ცოლს, რომელიც შემდგომ მათ სათანადოდ ამუშავებდა. სწორედ ასეთ სწრაფ ტემპსა და ასეთ უცნაურ გარემოებაში დაწერა ალექსანდრე კუპრინმა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაწარმოები – „ორთაბრძოლა”. – (ავტორი გენია.ჯი)

მარია დავიდოვა ქალიშვილთან – ლიდიასთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>