სტალინი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პერიოდში, სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხთან აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეწეოდა საბჭოთა კავშირიც. (ავტორი გენია.ჯი) „წითელი იმპერია” გერმანიას სხვადასხვა სახის ნედლეულით ამარაგებდა. სამაგიეროდ, მისგან იღებდა ტექნიკური ფასეულობის მქონე პროდუქტებს.
1939 წელს, ახალი წლის დადგომამდე მცირეოდენი ხნით ადრე, იოსებ სტალინთან სასწრაფო წესით ითხოვა აუდიენცია გერმანიის ელჩმა საბჭთა კავშირში, ვერნერ ფონ დერ შულენბურგმა. მიუხედავად უამრავი საქმისა, საბჭოთა ბელადმა მაინც გამონახა დრო მასთან შესახვედრად. აუდიენციისას გაირკვა, რომ გერმანული მხარე ფრიად უკმაყოფილო იყო კომუნისტური ქვეყნიდან მიწოდებული რკინის მადნის დაბალი ხარისხით. კერძოდ, შულენბურგმა დაიჩივლა, რომ გერმანიისათვის მიწოდებული ნედლეული რკინის მხოლოდ 30%-ს შეიცავდა.
„ – პატივცემულო ელჩო, მე კარგად გავიგე თქვენი პრეტენზიის არსი. შედეგად, ახლავე გამოვცემ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ამიერიდან გერმანიაში საბჭოთა კავშირიდან გაიგზავნება რკინის მადანი, რომელიც 30%-ის ნაცვლად, 20% რკინის შემცველობისა იქნება”. -ასეთი იყო სტალინის პასუხი. – (ავტორი გენია.ჯი)
ვერნერ ფონ დერ შულენბურგი