მონღოლური ვირზაზუნა – „ეპიზოდი”
ცენტრალურ აზიაში მობინადრე სტეპის მონღოლები, საკვებად იყენებენ აბსოლუტურად ყველა სახეობის ცხოველს, რაც კი მოძრაობს. ერთადერთი ფაუნის წარმომადგენელი, რომლის საკვებადაც გამოყენებას ისინი შედარებით ერიდებიან, ციყვისებრთა ოჯახისა და მღრნელების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველი – „ტარბაგანი”, იგივე – „მონღოლური ვირზაზუნაა”. (ავტორი გენია.ჯი) მათი სიგრძე 60 სანტიმეტრამდე მერყებს, წონით კი რამდენიმე კილოგრამს შეადგენენ. აღნიშნულ ცხოველებზე მონღოლი მონადირეები შემოდგომობით ნადირობენ, რადგან წელიწადის ამ უმშვენიერეს პერიოდში ტარბაგანები ყველაზე მძიმენი არიან მასით. „მონღოლური ვირზაზუნათი” სტეპის მონღოლები ამზადებენ კერძს, რომელსაც სახელად – „ბუდოგი” ეწოდება.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩინგიზ ყაენის თანამემამულეები მაინც ერიდებიან ტარბაგანით დამზადებული კერძებით კვებას. ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის გარემოება, რომ მონღოლური ვირზაზუნა მატარებელია ისეთი საშინელი დაავადებისა, როგორიც გახლავთ – ჭირი. ადამიანზე ეს ამაზრზენი დაავადება ორ შემთხვევაში გადადის: კბენისა და საკვებად გამოყენების შემთხვევებში. თუ ადამიანი მონღოლური ვირზაზუნას ხორცით მოიწამლა, შესაძლოა, ასეთი ფაქტი ფატალური შედეგით დასრულდეს. ის კი არა და, ტარბაგანს შეუძლია გამოიწვიოს ჭირის ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის გავრცელება ადამიანებში. – (ავტორი გენია.ჯი)