ლეონიდ გაიდაი – „ეპიზოდი”
„ყველაზე დიდ საბჭოთა კომედიოგრაფად” წოდებული სახელგანთქმული რუსი კინორეჟისორი – ლეონიდ გაიდაი (1923-1993 წლები), რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ძალიან პირქუში და სერიოზული თვისებების მქონე ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, იგი ფრიად ცრუმორწმუნე ადამიანიც ბრძანდებოდა. ასე მაგალითად: ყოველი ფილმის გადაღების დაწყების წინ, იგი, როგორც წარმატების მომტანი სიმბოლო, საკუთარი ფეხით ამტვრევდა იატაკზე ამობრუნებული ფორმით დადებულ თეფშს. იმ შემთხვევაში, თუ თეფში გატყდებოდა, გაიდაი უმალვე იწყებდა გადაღებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რეჟისორს ფილმის გადაღება სხვა დროისათვის გადაჰქონდა.
ამ ცრუმორწმუნე ხელოვანს ერთგვარი თილისმაც გააჩნდა, და ეს თილისმა იყო – შავი ფერის მქონე კატა. ამიტომაც ჩნდება ხოლმე ასე ხშირად ეს ზღაპრული და მრავალი მითით შემოსილი ცხოველი ლეონიდის მიერ გადაღებული ფილმის კადრებში. – (ავტორი გენია.ჯი)