ბენჯამინ დიზრაელი & უილიამ გლადსტოუნი
დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულ ოთხგზის პრემიერ- მინისტრს – უილიამ გლადსტოუნსა და ამავე ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს შორის, იმთავითვე მძაფრი პოლიტიკური კონკურენცია მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს თვალნათელი ფაქტი იყო, რადგან არც ერთი მათგანი არ უშვებდა შანსს ხელიდან ერთმანეთი გაეკრიტიკებინა საჯაროდ. ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს პარლამენტის ტრიბუნა იქნებოდა თუ ვიწრო სამეგობრო წრე. ბენჯამინ დიზრაელისა და უილიამ გლადსტოუნის პოლიტიკურ დაპირისპირებას ხალხმა ერთობ ორიგინალური სახელიც კი შეურჩია – „დუელი გიგანტებს შორის”.
ერთ დღეს, ბენჯამინს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა განსხვავებას ხედავდა იგი „უბედურებასა” და „კატასტროფას” შორის. დიზრაელმა, როგორც წესი, არც ამჯერად უღალატა ჩვეულებას და კვლავაც კბილი გაჰკრა თავის ოდინდელ პოლიტიკურ ოპონენტს. „უბედურება იქნება ის, თუკი გლადსტოუნი მდინარე ტემზაში გადავარდა; მაგრამ, თუკი ვინმე მის გადარჩენას გაბედავს, ეს აშკარა კატასტროფა იქნებაო”. – უპასუხა მან. – (ავტორი გენია.ჯი)