ანა მარია ვან შურმანი – „ეპიზოდი”

ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე სახელოვანი გერმანელი პოეტი და ინტელექტუალი ქალი – ანა მარია ვან შურმანი (1607-1678 წლები), პირველი ქალბატონია ისტორიაში, რომელსაც წილად ხვდა პატივი ისეთ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისა და სწავლისა, როგორიც გახლავთ – უნივერსიტეტი (ცნობილია, რომ იმ პერიოდში მანდილოსნებისათვის დახურული იყო ყველა უმაღლესი სასწავლებლის კარი). (ავტორი გენია.ჯი) პატარა მარიამ კითხვა 4 წლის ასაკში შეისწავლა, 7 წლის ასაკში კი ლათინურ ენას დაეუფლა. საერთო ჯამში, ეს ერუდირებული ქალი 14 ძველ და ახალ ენას ფლობდა. მათ შორის დასავლურ და აღმოსავლურ ენებს. ანა მარიას ბრწყინვალე ინტელექტმა თავის დროზე იმდენად მოხიბლა უტრეხტის უნივერსიტეტის რექტორატი, რომ გოგონა 1636 წელს უტრეხტის სახელგანთქმული უნივერსიტეტის მსმენელი გახდა, სადაც სამართალს დაეუფლა. ლიტერატურისა და ღვთისმეტყველების მოტრფიალე შურმანი უტრეხტის უნივერსიტეტის პირველი ქალი სტუდენტი კი გახდა, თუმცა რექტორატმა მას სწავლის განგრძობის სანაცვლოდ, მეტად უცნაური წინაპირობა წაუყენა: თანხმობის შემთხვევაში ანა მარია ვალდებული ხდებოდა, ლექციის მიმდინარეობის დროს ვაჟების ყურადღება რომ არ მიეპყრო, თავისი გარეგნობა, მათ შორის განსაკუთრებით – სახე, ფარდის მსგავსი სპეციალური ნაჭრის ქსოვილის ქვეშ დაემალა (ქვემოთ განთავსებული სურათი). სწავლას მოწყურებულმა უნივერსიტეტის პირველმა სტუდენტმა ქალმა რექტორატს შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განუცხადა და ისე განვლო სწავლის მთელი კურსი, რომ არასოდეს დაურღვევია რექტორატის მიერ სპეციალურად მისთვის გაცემული მითითება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>