მიხეილ ჯავახიშვილი – „ეპიზოდი”
ამბობენ, რომ ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი და გულმხურვალე მამულიშვილი - მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წლები), ძალიან საინტერესო მოსაუბრე კაცი იყოო. (ავტორი გენია.ჯი) განცდილ ამბებს იგი თურმე დიდის დაკვირვებით გადმოსცემდა, რაც ხაზს უსვამდა მის უზადო შემოქმედებით ნიჭსა და ინტელექტს. მრავალი გენიალური ლიტერატურული ქმნილების ავტორი საკმაოდ გამხდარი კაცი ყოფილა. უყვარდა გამომცდელად ცქერა სათვალეებიდან; გააჩნდა ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი; მახვილ ჭკუასთან ერთად ახასიათებდა უკიდურესი ბავშვური გულუბრყვილობა. პატრიოტული შეგნებით აღსავსე ქართველი ლიტერატორი თავის აღშფოთებას არასოდეს მალავდა, როდესაც სადმე გადააწყდებოდა დამახინჯებულად გაკეთებულ ქართულ წარწერას. ეს იქნებოდა მაღაზიის აბრა თუ რაიმე სახის დაწესებულების ფასადი. ამბობენ იმასაც, რომ ქართული ენის დამახინჯებას დიდი მამულიშვილი – პირად შეურაცხყოფად იღებდა და პასუხსაც მეტად ენამწარეს იძლეოდაო. მიხეილ ჯავახიშვილის ეგზომ პატრიოტულ გრძნობას მისი თანამედროვენი იმით ხსნიდნენ, რომ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ტიტანი საქართველოს განაპირა პროვინციიდან იყო გამოსული. მარაბდის იმ პროვინციიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი ჰქონდა დაღვრილი მტრის ურიცხვ ურდოებთან ბრძოლაში!” – (ავტორი გენია.ჯი)