ეს ისე, ცოდნისთვის…
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არსებული უნიკალური ფლორის წარმომადგენელთა ზრდისა და, ზოგადად რომ ვთვათ, საზრდოობისათვის, უცილობელია ისეთი ქიმიური ელემენტი, როგორიც გახლავთ – ფოსფორი. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული კონტინენტი ერთობ ღარიბია ფოსფორით, რის გამოც, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, იგი ზემოაღნიშნულ ქიმიურ ელემენტს დედამიწის სხვა მატერიკიდან იღებს. კერძოდ კი, „შავ კონტინენტად” წოდებული აფრიკიდან. საჰარას უდაბნო მდიდარია ფოსფორის შემცველობის მქონე უწვრილესი ქვიშით, რომელიც ქარებს ოკეანის გავლით ზუსტად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არსებულ მდინარე ამაზონის სანაპიროებზე გადააქვთ. მეცნიერთა დასკვნებით, ამ უნიკალური ბუნებრივი მოვლენის შედეგად აფრიკის კონტინენტიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენზე 138 მილიონი ტონა ქვიშა ხვდება ყოველწლიურად, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი ფლორის სათანადო დონეზე საზრდოობას. მათივე კვლევების შედეგად ირკვევა, რომ ქარების მიერ საჰარის უდაბნოდან წამოღებული ქვიშის 15% „დანიშნულების ადგილამდე” ვერ აღწევს. სამაგიეროდ, აღწევს – 85%.
აი, ასეთი გამართული აქვს დალოცვილ გამჩენს დედამიწაზე ბუნების გასაოცარი სისტემა. – (ავტორი გენია.ჯი)