ალბანეთი – „ეპიზოდი”
მკვლევართა მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე ცუდი ძღოლების რეპუტაციით – ალბანელები სარგებლობენ. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ალბანეთის სახალხო სოციალისტურმა რესპუბლიკამ არსებობა 1991 წელს შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სოციალისტური წეს-წყობილება დამყარდა, იგი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა გარესამყაროსგან. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ლიდერის, სტალინიზმის მიმდევარი ალბანელი დიქტატორის – ენვერ ხოჯას მიერ დამტკიცებული საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსისაგან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოს 1991 წლამდე არ გადაუხვევია. ყველაზე მეტად, რამაც ალბანელები დააზარალა, სწორედ რომ ქვეყნის სრული იზოლირება გახლდათ გარე სამყაროსაგან. საინტერესოა ის გარემოება, რომ 1991 წლისათვის, ანუ იმ პერიოდისათვის, როდესაც ალბანეთის სახალხო სოციალისტურმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა, ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც 3 მილიონი ადამიანი სახლობდა, სულ რაღაც 3 000 ავტომობილი თუ მოიძევებოდა. და ისიც, ამ ავტომობილებით სარგებლობის პრივილეგიით მხოლოდ პარტიული ჩინოვნიკები სარგებლობდნენ.
იგივე მკვლევართა მოსაზრებით, სწორედ ეს გარემოება გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, „მერსედეს-ბენცი”-ს საავტომობილო ბრენდის მოყვარული ალბანელები ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ცუდი რეპუტაციის მძღოლებად რომ არიან მიჩნეულნი. – (ავტორი გენია.ჯი)