ფრანსისკო ფრანკო – „ეპიზოდი”
რიგი ისტორიკოსებისა და ბიოგრაფებისა ხშირად უსვამენ ხაზს „კაუდილიოდ” წოდებული საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი დიქტატორის - ფრანსისკო ფრანკოს (1891975 წლები) ღრმა რელიგიურ ფანატიზმს. (ავტორი გენია.ჯი) ეს უსასტიკესი დიქტატორი დარწმუნებული იყო, რომ ყოველი მისი გამარჯვების უმთავრეს მიზეზს კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პირველი ესპანელი მწერალი ქალისა და მოლოზონის – ტერეზა ავილელის მფარველობა წარმოადგენდა. გენერალი ფრანკო განსაკუთრებით უფრთხილდებოდა წმინდა ტერეზას მუმიფიცირებულ მარჯვენა ხელს. ამბობენ იმასა, რომ ფრანსისკო მისთვის სათაყვანებელი წმინდანის სხეულის ნაწილს ყოველ ღამით ბალიშის ქვემოთაც კი იდებდაო. ფაქტია, რომ ესპანელი დიქტატორი მუდმივად თან დაატარებდა მას მოგზაურობებში. მათ შორის უცხოეთში ვიზიტებისას.
წმინდა ტერეზას მუმიფიცირებული ხელი ფრანკოს ხელში 1930-იან წლებში ჩაუვარდა და მას შემდეგ იგი არასოდეს მოუშორებია თავიდან მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. ერთ-ერთი ავტორი იმასაც ირწმუნება, რომ სიკვდილის წინ ფრანკომ სწორედ რომ ამ ქრისტიანულ რელიქვიას შეახო ხელი უკანასკნელადო. – (ავტორი გენია.ჯი)
წმინდა ტერეზა