ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი - ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები), ფაქტობრივად, ვეგეტარიანული ცხოვრების წესის მიმდევარი სწავლული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, იგი არასოდეს არ ეწეოდა თამბაქოს და არ მიირთმევდა ყავასა და ჩაის. სამაგიეროდ, ნიკოლა თითქმის ყოველდღიურად გეახლებოდათ ხარისხიან ვისკის რამდენიმე სირჩას. ამ ალკოჰოლური სასმელის მიმართ ტესლა შემდეგი გარემოების გამო გამოხატავდა თავის მისწრაფებას: იგი რატომღაც ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ კარგი ვისკის დალევის შემთხვევაში – 150 წელიწადს იცოცხლებდა. ნიკოლამ ხანგრძლივი ცხოვრება მართლაც რომ განვლო, თუმცა სამწუხაროდ, 150 წლის ასაკს მაინც ვერ უწია. – (ავტორი გენია.ჯი)