ვახტანგ გორგანელი – „სიზმარი”

ზღვის ნაპირას ქალი ვნახე, ტანწერწეტა ქალი,

მიდიოდა, ნაფეხურებს უჩნდებოდა ალი.

განთიადის ვარდი იყო, თუ მზის ნაპერწკალი.

* * *

მარგალიტი მომანათა, დამიბნელა თვალი,

მკერდი ორად გადამიპო, ისე დამკრა ხმალი,

მერე პეშვით მომაწოდა უკვდავების წყალი.

კომენტარის დატოვება