„Queen”-ის ოფიციალური გერბი
ლეგენდად ქცეული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „Queen”-ის ვირტუოზი სოლისტი – ფრედი მერკური (1946-1991 წლები), პარსების ეთნოკონფესიური ჯგუფის ხალხიდან გამომავალი მუსიკოსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ოჯახი იმთავითვე ზოროასტრიზმის მიმდევარს წარმოადგენდა და არც არასოდეს შეუცვლია ეს რწმენა. მოზარდ ფრედის იმდენად ეხერხებოდა ხატვის უნაზესი ხელოვნება, რომ მიუხედავად მკაცრი რელიგიური ნორმებისა, იგი მაინც მიაბარეს – „Ealing Art College”-ში. სწორედ იქ დაეუფლა მომავალი მუსიკოსი პროფესიონალურ დონეზე სამხატვრო და გრაფიკულ დიზაინს. შედეგად, იგი არა მხოლოდ „Queen”-ის სახედ იქცა, არამედ, ამ ლეგენდარული ჯგუფის ოფიციალური გერბის შემქმნელადაც მოგვევლინა. გერბზე, რომლის დიზაინი მერკურის მიერ იყო შემუშავებული, როკ-ჯგუფის ყველა წევრის ზოდიაქო გამოსახა ავტორმა: ორი ლომი – რადგან ჯონ დიკონი და როჯერ ტეილორი ლომის ზოდიაქოში იყვნენ დაბადებულნი; კირჩხიბი – ბრაიან მეი და ქალწული, თავად ფრედი მერკური. გერბზე გამოსახული ინიციალი „Q” და სამეფო გვირგვინი – ჯგუფის სახელწოდების პირველი ასოა. აკი ქართული თარგმანით მისი სახელწოდება – „დედოფალია”. გერბის სულ ზემოთა მხარეზე გამოსახულია ზღაპრული მითებით მოსილი – ფენიქსი, რომელიც ყველაფერს იცავს და მფარველობს, რაც გერბზე ასახა დიდმა მუსიკოსმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრედი მერკურის მიერ შემუშავებული „Queen”-ის ოფიციალური გერბი