სტენდალი – „ეპიზოდი”
სალაპარაკო ლექსიკონში სიტყვა „ტურიზმის” შემომტან-დამმკვიდრებელი გენიალური ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები), იგივე - სტენდალი, რომელსაც რიგი მიზეზების გამოისობით საშინლად სძულდა სასულიერო პირები (რის გამოც ყოველთვის გაურბოდა მათთან შეხვედრას), არაერთხელ ჩავარდნილა საშინელ დეპრესიაში. (ავტორი გენია.ჯი) ნაპოლეონის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობამ, ბოროდინოს სისხლისმღვრელი ბრძოლის, ცეცხლის ალში გახვეული მოსკოვის, ბონაპარტის პოლიტიკური და სამხედრო კრახისა და სხვა ათასი უბედურების საკუთარი თვალით ხილვამ, რაც ომებს სდევს ხოლმე თავს, დიდი ფრანგი ლიტერატორის ფსიქიკაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია. შედეგად, ფრანგული არმიის ინტენდანტსა და ფსიქოლოგიური ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებელ სტენდალს ხშირად ეწყებოდა რთული ცხოვრებისეული პერიოდები. მაშინ, როდესაც მას უკიდურესი დეპრესია შეიპყრობდა, მოლიერის შემოქმედების მოტრფიალე მწერალი იწყებდა ახალ-ახალი ანდერძების დაწერას. მის სხვა ხელნაწერებში კი ხშირად ჩნდებოდა – პისტოლეტის გამოსახულების მქონე ჩანახატები, რაც თავის მხრივ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სტენდალის მისწრაფებას სუიციდის ჩადენის მცდელობისაკენ. საბედნიეროდ, ანრი მარი ბეილმა ისე განვლო სიცოცხლე, რომ ეს საშინელი აქტი არ გამხდარა მისი გარდაცვალების მიზეზი. – (ავტორი გენია.ჯი)