ვახტანგ გორგანელი – „ვინ თქვას”

ქალო, ეჭვით ნუ უყურებ ჩემს შევერცხლილ თმას,

გუშინ თოვლით შეიმოსა არგინეთის მთაც,

მაგრამ მისი დაბერება, აბა, ვინა თქვას.

* * *

ამ ველების სიყვარულით ეს ჩანჩქერი მძლე,

რახანია ზედ ეფშხვნება თვალუწვდენელ კლდეს,

მაგრამ ვინ თქვას, რომ მის გზა-კვალს ცეცხლი აღარ სდევს!

* * *

სანამ მკერდში ჩაუმქრალი სიყვარული დუღს,

სანამ მიწას მზე დაჰხარის და გულს გული სურს,

სიბერე ვერ მოერევა თურმე კაცის გულს.

კომენტარის დატოვება