იოსტ ბიურგი – „ეპიზოდი”
„წამის პირველაღმომჩენი” – ასე არის მოხსენიებული შვეიცარიული წარმომავლობის მქონე სახელოვანი გერმანელი მესაათე, მათემატიკოსი, ასტრონომი და გამომგონებელი – იოსტ ბიურგი (1552-1632 წლები) ისტორიულ ქრონიკებში. (ავტორი გენია.ჯი) გერმანიის ერთ-ერთი საიმპერიო სამთავროს – ჰესენ-კასელის პირველი ლანდგრაფის – ვილჰელმ მეოთხის სასახლის კარზე მომსახურე გონიერმა ბიურგმა, 1585 წელს სპეციალურად ვილჰელმისათვის დააპროექტა და ააწყო საათი, რომელსაც უწინდელი საათებისაგან განსხვავებით, ორი ისრის ნაცვლად, სამი ისარი ჰქონდა ციფებლატზე დატანილი. პირველ საათებს თავდაპირველად მხოლოდ საათისა და წუთის აღმნიშვნელი ისრები გააჩნდა, იოსტ ბიურგის მიერ კონსტრუირებულ ახალ, ინოვაციურ საათს კი, როგორც ავღნიშნეთ, – სამი ისარი. სწორედ ეს მესამე ისარი გახლდათ წამის, როგორც წუთის 1/60 ნაწილის ამზომველი საშუალება, და სწორედ აღნიშნული საათის გამოყენებით გახდა შესაძლებელი კაცობრიობის ისტორიაში პირველად დროის ახალი ერთეულის – წამის გაზომვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვილჰელმ IV