„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ათასი ვიღაც დაბორიალობს ამ დედამიწაზე, ყველას ასავალ-დასავალს ვერ გაიგებ… და არცაა საჭირო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეშმაკის ფეხზე შემჯდარი, კერპი და ჟინიანი კაცი თავისი თავის უბედური იმითია, რომ მისთვის სასარგებლო რჩევასაც ვერ შეასმენინებ”.
* * *
„თუ გინდა პატივს გცემდნენ, ბევრს ნუ ილაპარაკებ”.
* * *
„მოზარდი თუ თავზე წამოგაჯდა, მერე მან არც სიყვარული იცის, არც ზრდილობა, არც სინდის-ნამუსი”.
* * *
„ზოგი როგორ ამყარებს წესრიგს და ზოგი როგორ. წესრიგი კი აუცილებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ვაჟები, თუ ვინმე შეუყვარდათ, ქვეყანას აიკლებენ, გოგოს ხომ გასაქანს არ მისცემენ, ხან უკან დასდევებ ლანდივით, ხან წინ ხვდებიან, სულ მის ირგვლივ ტრიალებენ, დღედაღამ სიყვარულზე ჩასჩიჩინებენ. ვის არ ჩაირევენ საქმეში: გარეშესა და შინაურს, ნათესავს, ნაცნობს, მეგობარს, ამხანაგს, მტერსა და მოყვარეს, დიდსა და პატარას. ბოლოსდაბოლოს, მოიტაცებენ კიდეც, თუ სხვა გზით ვერაფერს გახდებიან”.
* * *
„აბა ფული და სინდის-ნამუსი სად გაგონილა ერთად, მარა მთლად უფულობაც რომ არ ვარგა?”
* * *
„მათხოვრობა და მოთხოვნა ერთი და იგივე არაა”.
* * *
„ცოტაოდენი ნაკლი ვის არა აქვს ბოლოს და ბოლოს?”
* * *
„კაცი სულ წინ და წინ უნდა მიიწევდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)