გორილა – „ეპიზოდი”
პრიმატების რიგის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – გორილა, რომლის დაწვრილებითი აღწერილობა პირველად ფართო საზოგადოებას 1847 წელს გააცნო ამერიკელმა მისიონერმა – თომას სევიჯმა კამერუნში მოგზაურობის შედეგად, ბუნაგს ხის ჩამომტვრეული ტოტებისაგან აგებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი უნდა შევნიშნოთ, რომ იგი ხშირად იგებს თავისთვის დროებით ბუნაგსაც სადმე ხეზე, რომელზედაც შემდგომ ღამესაც ათევს და ისვენებს კიდეც. რაც შეეხება მუდმივ ბუნაგს, მას გორილა ჭაობიან ადგილებში ან ტბებში, წყალზემოთ ნაწილში იმზადებს. ისეთ ადგილას, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მტრებისაგან. ამისათვის პრიმატების რიგის ყველაზე დიდი წარმომადგენელი სპეციალურად არჩევს დაბალ, მაგრამ ტოტებგაშლილ ხეს ან ბუჩქს, და შემდგომ ზედ სახლდება. მაღალ ხეებს გორილა არ ეტანება. რადგან სიცივე იქ უფრო მკვეთრად იგრძნობა. თანაც ძლიერი ქარის დროს ხე აქეთ-იქით ირწევა, რაც მას დისკომფორტს უქმნის და მოსვენების საშუალებას არ აძლევს. – (ავტორი გენია.ჯი)
გორილების მუდმივი ბუნაგი
გორილების დროებითი ბუნაგი