იოჰან სებასტიან ბახი – „ეპიზოდი”
„ბაროკოს მეფედ” წოდებული გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები), თავისებური ხასიათის მქონე ხელოვანი იყო, რის გამოც ხშირად ეხვეოდა უსიამოვნებებში. (ავტორი გენია.ჯი) ჩხუბისთავობისა და ვაჟკაცური ბუნების გარდა, მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალის დამტოვებელ მუსიკოსს თავხედური გამოხდომებიც ახასიათებდა ხოლმე ახალგაზრდობაში. არნშტადტის სიმფონიურ ორკეტრთან და მომღერალ გუნდთან ერთად მუშაობის დროს ურთიერთობა განსაკუთრებით დაეძაბა ორკესტრის ერთ-ერთ წევრთან, ფაგოტისტთან – იოჰან ჰაიერსბახთან, რომელსაც, რატომღაც დაცინვით – „ფაგოტისტი-ნაცვალსახელი” უწოდა. ერთ დღეს, მორიგი დაცინვით აღშფოთებული ჰაიერსბახი ხელჯოხით დაესხა თავს კომპოზიტორს, რა დროსაც ბახმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო (რომელსაც იგი ხშირად ატარებდა ხოლმე), გაშალა და თავმდასხმელი მოიგერია. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბახის ცხოვრებაში იყო ისეთი ეპიზოდიც, როდესაც იგი ერთი თვით გამოკეტეს ციხის საკანში, რადგან თავისი თავხედური გამოხდომით ფრიად გააღიზიანა საქსენ-ვაიმარელი ჰერცოგი. გარდა ამისა, იოჰანს ბრალი დასდეს გარყვნილებაშიც. ის კი არა და, მას საეკლესიო საბჭომ „ქალიშვილი გოგონას შეცდენაშიც კი წაუყენა ბრალდებად”. დაზარალებულად მომღერალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი გოგონა, და ისიც, მისი ბიძაშვილი – მარია ბარბარა იქნა დასახელებული. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სწორედ მარია-ბარბარა და შესაბამისად, მისი ბიძაშვილი გახდა შემდგომში ის ქალი, ვისთანაც თავისი რიგით პირველი საქორწინო აქტი გააფორმა ოფიციალურად იოჰან სებასტიან ბახმა (იოჰანი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული). – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ბარბარა და იოჰან სებასტიან ბახი