უილიამ უაილდი – „ეპიზოდი”
ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგად აღიარებული ირლანდიული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერლის – ოსკარ უაილდის მამის – უილიამ რობერტ უილს უაილდის (1815-1876 წლები) მიმართ თქვენს ყურადღებას ერთი საინტერესო გარემოების გამო ვამახვილებ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ეროვნებით ირლანდიელი უილიამი პროფესიით ექიმი გახლდათ. ოფთალმოლოგია და ოტორინოლარინგოლოგია – ეს გახლდა ის პეციალობები, რომლებშიაც დასპეციალიზირებული იყო დიდი ლიტერატორის მამა. მოგზაურობის მოყვარულ ამ კეთილშობილ ადამიანს, ერთი ფრიად კაცთმოყვარული თვისება ახასიათებდა: იგი არასოდეს იღებდა ფულს ღარიბი პაციენტებისაგან მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სანაცვლოდ. ეგზომ კეთილ საქმეში ამაგდარ მედიკოსს ისიც უწყობდა, რომ დუბლინში მას გააჩნდა კერძო საკუთრებაში არსებული – წმინდა მარკოზის სახელობის ოფთალმოლოგიური საავადმყოფო.
1864 წლის 28 იანვარს უილიამ რობერტ უილს უაილდს პატივი დაედო დუბლინის სასახლეში „რაინდის” საპატიო წოდება მინიჭებოდა. ამიერიდან მის სახელს წინ „სერ” დაერთო. ამბობენ, რომ ამ ღირშესანიშნავ გადაწყვეტილებაზე სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან იმანაც იქონია დიდი გავლენა, რომ ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრებისათვის კარგად იყო ცნობილი უფროსი უაილდის კეთილშობილი საქციელების (ღარიბების უფასოდ მკურნალობის) შესახებო. – (ავტორი გენია.ჯი)
ოსკარ უაილდი