რომის იმპერატორები – „ეპიზოდი”
საინტერესო ფაქტია, რომ რომის უზარმაზარი იმპერიის ათეულობით იმპერატორიდან – 17 მათგანი სერბულ მიწაზე იყო დაბადებული. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ იტალიას ჩამორჩება, რადგან ყველაზე მეტი რომის იმპერატორი სწორედ რომ იტალიურ მიწაზე მოევლინა ქვეყნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) სერბულ მიწაზე დაბადებული რომის პირველი იმპერატორი გახლდათ – დეციუსი, რომელიც ქვეყანას 249-251 წლებში განაგებდა. სერბულ მიწაზე (ქალაქ ნიშში) დაბადებული ყველაზე სახელოვანი რომის იმპერატორი კი, რაღა თქმა უნდა – კონსტანტინე I დიდი გახლდათ, რომელმაც არა მხოლოდ ქრისტიანობა გამოაცხადა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად, არამედ იმპერიის დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა კიდეც.
სერბულ მიწაზე დაბადებული ზემოაღნიშნული 17 იმპერატორიდან – 6 მათგანი მდინარე სავას (დუნაის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე I საუკუნეში გაშენებულ სერბულ ქალაქ სირმიში დაიბადნენ. ესენი იყვნენ – ჰოსტილიანე, კვინტილიანე, ავრელიანე, პრობუსი, მაქსიმიანე და კონსტანციუს II. პრინციპატის დროს ქალაქ სირმიაში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობა ლეგენდად ქცეული რომის იმპერატორი – მარკუს ავრელიუსიც.
დღეისათვის სირმის თანამედროვე სახელწოდება გახლავთ – სრემსკა მიტროვიცა. – (ავტორი გენია.ჯი)