დიმიტრი შოსტაკოვიჩი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი კომპოზიტორი და პიანისტი – დიმიტრი შოსტაკოვიჩი (1906-1975 წლები) გულგრილი კი იყო და არც არასოდეს ერეოდა პოლიტიკაში, თუმცა „წითელ იმპერიაში” 1930-იან წლებში გამეფებულმა საშინელმა რეპრესიებმა სხვა მრავალ უდანაშაულო ადამიანთა მსგავსად, მასაც უკიდეგანო შიში შთაუნერგა. (ავტორი გენია.ჯი) მუსიკოსის შიშისაგან გამოწვეული პარანოია იქამდე მივიდა, რომ სახლში მყოფს ღამით ლიფტის ხმაც კი აშინებდა: ეს ესაა ჩემს დასაკავებლად მოდიანო.
საბჭოეთში რეპრესიებმა მასობრივი სახე მაინც 1936-1937 წლებში მიიღო. კომპოზიტორს არ სურდა, რომ ჩეკისტები მის ბინაში ღამით გამოცხადებულიყვნენ და მძინარე ცოლ-შვილი აეფორიაქებინათ. ამის გამო მას სპეციალურად ჰქონდა გამზადებული საციხოდ ჩემოდანი, რომელშიაც ყოველდღიურად მოსახმარი ნივთები და ტანისამოსი ეწყო. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ დაჭერის საფრთხის მოლოდინში მყოფი შოსტაკოვიჩი, როგორც კი დაღამდებოდა (და ეს ძირითადად ხდებოდა 1936 წელს), დაავლებდა ხოლმე თავის ჩემოდანს ხელს და სადარბაზოში, ლიფტის კარის სიახლოვეს ათევდა ღამეებს, სადაც ელოდა კიდეც თავის სავალალო ხვედრს. საბედნიეროდ, კომპოზიტორის საშინელი მოლოდინი არ გამართლდა და იგი საბჭოეთში გამეფებულ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)