ჰაინრიხ ჰაინე – „გარდასულ დროზე როდესაც ვფიქრობ”

გარდასულ დროზე როდესაც ვფიქრობ,

გული მევსება სევდით და თალხით…

წინათ სუფევდა წესრიგი თითქოს,

დამშვიდებული ცხოვრობდა ხალხი.

* * *

თავდაყირა დგას ქვეყანა ახლა

და გაჭირვება ბატონობს სრული,

გარდაიცვალა უფალი მაღლა,

ძირს კი ეშმაკმა გააცხო სული.

* * *

აწ ყველაფერი შმორია, მქისე,

გახრწნილი, ცივი, პირქუში, მძიმე,

და, სიყვარული რომ არა ისევ,

სადღა ვპოვებდით ხსნასა და იმედს?

კომენტარის დატოვება