კლოდ მონე – „ეპიზოდი”
სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის უმთავრესი ფუძემდებელი, გენიალური ფრანგი ფერმწერი – ოსკარ კლოდ მონე (1840-1926 წლები) გახლდათ ის ხელოვანი, რომელსაც ზამთრის პეიზაჟების დახატვა შუაგულ გაზაფხულზე რომ ძალუძდა. (ავტორი გენია.ჯი) 1889 წლის გაზაფხულზე მონეს თავისი მეგობრის – მორის როლინის სახლში მოუხდა ცხოვრება. მორისის სახლი კრეზეს უმშვენიერეს ხეობაში იყო განთავსებული, რაც დიდად ხიბლავდა დიდ მხატვარს. ერთხელაც, თებერვლის თვეში მან გადაწყვიტა დაეხატა ხეობაში, მდინარის პირას განმარტოებული ჯერ კიდევ კარგად გამოუზამთრებელი (კვირტებში მყოფი) ბებერი მუხა და საქმესაც იმავე თვეში შეუდგა. თუმცა პირველი ჩანახატების შემდეგ, რიგი მიზეზების გამო ავტორს მუშაობის შეწყვეტა მოუხდა. მონე სამუშაო პროცესს მაისის ბოლოს კი შეუდგა, მაგრამ ამ დროს მუხა უკვე კარგად იყო შეფოთლილი. ის მიწა, რომელზედაც მუხა იყო განთავსებული, კლოდის მეზობელს ეკუთვნოდა. ამიტომ მხატვარმა იგი მოძებნა და 50 ფრანკი იმაში გადაუხადა, რომ ფოთლებით შემოსილი მუხის ხისათვის ფოთლების შემოცილების ნებართვა დაერთო. მას შემდეგ, რაც მონემ ნებართვა მიიღო, დაიქირავა ორი მუშა, რომლებმაც არაადამიანური ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად, უზარმაზარ მუხას დიდი ფოთლები სრულიად შემოაცალეს. შედეგად მხატვარმა განაგრძო მუშაობა და შექმნა თავისი კიდევ ერთი შედევრი ტილო, სახელწოდებით – „ძველისძველი ხე მდინარის პირას”.
„მე უდიდესი სიხარული დამეუფლა, რადგან მომეცა უფლება თითოეული ფოთოლისაგან გამესუფთავებინა ჩემი რჩეული მუხა!.. ნუთუ ეს დიდი წარმატება არ არის – დახატო წლის ასეთ დროს ზამთრის პეიზაჟი?” – წერდა მოგვიანებით კლო დმონე თავის მეუღლეს. – (ავტორი გენია.ჯი)
„ძველისძველი ხე მდინარის პირას”