ჩოქელა – „ეპიზოდი”

თბილი კლიმატის მოყვარული „ბოგომოლად” ცნობილი მტაცებელი რიგის მწერი – ჩოქელა, რომელსაც გარდა პატარა ზომის მწერებისა და ობოსნაირთა სახეობებზე ნადირობისა, ხელეწიფება მცირე ზომის ხერხემლიანებზე ნადირობაც, ერთადერთი სახეობის მწერია დედამიწაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი სმენის ორგანო, ანუ ერთი ყური გააჩნია, და ისიც არა თავის, არამედ – გულმკერდის მიდამოში. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩოქელათა რიგის ყველაზე დიდი წარმომადგენლები სიგრძით 10 – 12 სანტიმეტრი არიან. საინტერესოა ის გარემოება, რომ განაყოფიერების (შეჯვარების) შემდეგ მათში ხშირია შემთხვევები, როდესაც მდედრები (მორიელების მსგავსად) კლავენ და ჭამენ მამრ ჩოქელებს. კანიბალიზმი ამ უნიკალური სახეობის მწერებისათვის უცხოს სულაც არ წარმოადგენს. ის კი არა და, მშიერი მამრები ერთმანეთსაც ესხმიან თავს, რა დროსაც გამარჯვებული დამარცხებულს შეექცევა. საყურადღებოა ისიც, რომ ისინი არასოდეს ჭამენ მოკლულის „ლეშს”, რადგან მსხვერპლის ცოცხლად შეჭმას ანიჭებენ უპირატესობას. მკვლევართა მტკიცებით, ისინი შიმშილითაც კი მოკვდებიან და არაფრის დიდებით არ შეჭამენ მკვდარ მსხვერპლს. გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი სახეობის ჩოქელა არ არის საფრთხის მატარებელი ადამიანისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>