ევგენი გოლუბევი – „ეპიზოდი”
ერთი არც თუ ისე კარგი მუსიკალური სიმფონიისათვის, ცნობილი რუსი კომპოზიტორი - ევგენი გოლუბევი (1910-1988 წლები), პოლიტბიუროს წევრებს წარუდგინეს, როგორც სტალინური პრემიის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი. (ავტორი გენია.ჯი) გოლუბევის კანდიდატურის წარდგენის ინიციატორი კი გახლდათ პოლიტბიუროს ძალიან გავლენიანი წევრი – ანდრეი ჟდანოვი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რადგან ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რუსი კომპოზიტორი „ყოვლისშემძლე” რუსი პოლიტიკოსის პროტეჟე რომ გახლდათ. შესაბამისად, გოლუბევი სტალინური პრემიის, ეგზომ საპატიო ჯილდოს უეჭველ ლაურეატადაც განიხილებოდა. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, გენიალური რუსი კომპოზიტორი – დიმიტრი შოსტაკოვიჩი იყო.
მას შემდეგ, რაც სტალინს თავისი სახელობის პრემიის ლაურეატთა სია და დოსიეები გააცნეს, ბელადმა იკითხა:
„ – გოლუბევი… სიმფონია… ყველა თანახმაა და მხოლოდ ერთია წინააღმდეგი. და ვინ არის ის ერთი წინააღმდეგი?
- შოსტაკოვიჩი, ამხანაგო სტალინო. – იყო პასუხი.
- ამხანაგი შოსტაკოვიჩი ჩვენზე გაცილებით კარგად ერკვევა მუსიკის ხელოვნებაშიო”, – წარმოთქვა მან და გოლუბევი ჯილდოს მიღების პრეტენდეტთა სიიდან საკუთარი ხელით ამოშალა.
ასე დარჩა ჟდანოვის პროტეჟე კომპოზიტორი საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)