„დამაკვირდი”

„ბუნებით უკეთური კაცი ვერავის უერთგულებს”. – ქანბუ - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაფერი თავის დროზე გახდება ნათელი, დროა საჭირო”. – დავით ჯავახიშვილი

* * *

„ბედნიერება ყველა ადამიანის უცილობელი ხვედრია. რომ ეცადო, არასოდეს არ აგცდება შენი წილი სიხარული, კუთვნილი ბედნიერება იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი ადამიანს ეკუთვნის”. – თამაზ გოდერძიშვილი

* * *

„სინდისი დიდებული საფრთხობელაა ბეღურების დასაფრთხობად ალუბლის ხიდან…” – ფრიდრიხ შილერი

* * *

„უპირველესი ის არის, რომ ყოველი დიდი საქმე გადაწყვეტის წინ ასჯერ გაზომო”. – ქანბუ – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჰ, სადაა ქვეყანაზე სამართალი, ზოგი ვინმე არც კია მავანის ღირსი, მარა მიხვდება ამას თავის სიცოცხლეში? ვერ მიხვდება, ვერა! სწორედ ესაა უბედურება”. – გიორგი კეჭაღმაძე

* * *

„სიყვარულის დუხჭირ გზაზე ნამის ყოველი წვეთი მღელვარე ზღვაა ცეცხლისმფრქვეველი”. – ქანბუ

* * *

„ადამიანის ფასი მართლაც გროშია, ოღონდ სრულიად სხვა აზრით. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ჩალის ფასადაც არ ღირს. მხოლოდ ის არის მეტ-ნაკლებად ღირსეული, ვინც უწყის ეს ჭეშმარიტება”. – რიუნოსკე აკუტაგავა

* * *

„უნდა უფრთხილდე, თუნდაც ყველაზე სუსტ მტერს”. – ქანბუ

* * *

„რაც იყავი ათი წლის წინ, ის იქნები ოცი წლის შემდეგაც… ვიზრდებით და ვბერდებით მარტო. არაფერი იცვლება მეტი”. – გიორგი კეჭაღმაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>