ჩარლზ ბუკოვსკი – „ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა ლიტერატორმა – ჩარლზ ბუკოვსკიმ (1920-1994 წლები), რომელიც ექსცენტრიულობით, აგრესიულობითა და მარგინალური ცხოვრების წესით იყო გამორჩეული, თავდაპირველად, თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება მუშებისათვის განკუთვნილ სულ რაღაც ორცენტიან გაზეთში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ლიტერატურული ქნილებებით მუშათა კლასი იმდენად მოიხიბლა, რომ მალე სამწერლო ასპარეზზე ახლადფეხშედგული მწერალი – დიდების ზენიტშიაც აიყვანა მკითხელმა. ამ უაღრესად ერუდირებულ კაცს, რომლის ლიტერატურული ქნილებების უმთავრესი თემა ალკოჰოლოზმი იყო, სწორედ რომ ალკოჰოლის მიმართ გააჩნდა ყველაზე დიდი ტრფობა. მან ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაიწყო სპირტიანი სასმელების სმა, რაც შემდგომ მთელი თავისი დარჩენილი სიცოხლის განმავლობაში არ მიუტოვებია. თუმცა, ბუკოვსკის მეორე დიდი „სიყვარულიც” გააჩნდა და მას სახელად – „საბეჭდი მანქანა” ერქვა. მას ლიტერატორი თავის მფლობელობაში არსებულ „ყველაზე დიდ ფასეულობად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)