ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში შესული დიდი ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის – ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ლიტერატორის ოჯახს ხშირად უხდებოდა ხოლმე ბინაზე ექიმის გამოძახება. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღესაც, მორიგი გამოძახების დროს, მედიკოსმა ხელები გაასავსავა და ნობელიანტ მწერალს გულწრფელად უთხრა: „ – სამწუხაროდ, მე სასწაულთმოქმედი არ გახლავარ და ვერაფრით შევძლებ თქვენს გაახალგაზრდავებასო”, – რაზედაც გონებასხარტმა და იუმორის გრძნობის გასაოცარი ნიჭით დაჯილდოვებულმა შოუმ საპასუხოდ მიუგო – „მე გაახალგაზრდავებას კი არა, სიბერის გახანგრძლივებას გთხოვო”. – (ავტორი გენია.ჯი)