„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყველა თავი მბრძანებლობის ღირსი როდია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავმდაბლობა კაცს ალამაზებს”.

* * *

„უნუგეშო საქმეს ნუ შეეჭიდები, ქარის ხელით დაჭერას ნუ მოინდომებ”.

* * *

„ნათქვამია, როცა ბედი წამოგეწევა, მაშინ თვალისჩინი ქრებაო”.

* * *

„ნაბიჯი შესაძლებლობათა მიხედვით გაზომეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საკუთარი თავის ქება ჩირად არა ღირს”.

* * *

„კეთილშობილი ხალხი სიცრუის ცხენს სიტყვათა ასპარეზზე არასოდეს აჭენებს”.

* * *

„უცოდინარობის ზღვიდან ჭეშმარიტების მარგალიტს ვერასოდეს მოიპოვებ”.

* * *

„ადამიანის ბუნებას სისუსტე სჩვევია”.

* * *

„საწუთროს ბრუნვას კაცის გონება ვერ შესწვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება