ფრანსისკო გოია – „ეპიზოდი”
„შენ არ შობილხარ ვარდისგან. შენ მშვილდიდან იშვი და მშვილდივე მოგიღებს ბოლოსო”. – ასეთი მრავლისმეტყველი სიტყვა უთხრა ერთ დღეს თავისი ტემპერამენტიანი ვაჟის თავხედობით გაღიზიანებულმა დედამ – ფრანსისკო გოიას (1746-1828 წლები). იმ გენიალურ ესპანელ მხატვარსა და გრავიორს, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვერა და ვერ ისწავლა გრამატიკული შეცდომების დაშვების გარეშე წინადადების დაწერა. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ, ხატავდა უშეცდომოთ, დიდებულად. ამ ბედისაგან განებივრებულმა და გონიერმა ხელოვანმა ველასკესის მსგავსად, გაბედა და შიშველი ქალის გამოსახულება აღბეჭდა ტილოზე, თუმცა საბედნიეროდ, ინკვიზიციის მარწუხებს გადაურჩა; იგი თამამად და აქტიურად გამოხატავდა პირად სამოქალაქო პოზიციას თავის შემოქმედების მეშვეობით, თუმცა სამეფო კარის გენიალური მხატვრის ასეთ გამოხდომებს მონარქები თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ; მიუხედავად ცუდი ჯანმრთელობისა და სიყრუისა, გოია მაინც ახერხებდა ლამაზი არისტოკრატი ქალების შეცდენას. იგი იყო ის ერთ-ერთი იშვიათი მხატვარი, რომელიც თავის ფუნჯს – ბასრი ხმლის მსგავსად იყენებდა; „შიშველი მახას” ექსცენტრიული ავტორის გამძაფრებული თავმოყვარეობის გამო იგი არაერთხელ გახდა დუელის უშუალო მონაწილე. და მიუხედავად ყოველივე ამისა, მას პატივად ხვდა წილად, საკუთარი ავტოგრაფი დაეტოვებინა კათოლიკური ეკლესიის ბურჯი სალოცავის – „წმინდა პეტრეს ტაძრის” გუმბათზე. – (ავტორი გენია.ჯი)