ცისი – „ეპიზოდი”
„მე წინაპრების ტრადიციას არ და ვერ დავარღვევ!” – ასე განაცხადა ერთხელ ჩინეთის საიმპერატორო სასახლის კარზე (აკრძალულ ქალაქში) დამკვიდრებული ერთ-ერთი სამეფო ეტიკეტის შესახებ დიდებისა და ძალაუფლების პათოლოგიურად მოყვარე ჩინეთის იმპერატორმა ქალმა – ცისიმ (1835-1908 წლები). ოდესღაც ნახარჭალ ქალს თავისი სასტიკი ბუნების გამო „დაუნდობელი” უწოდა ხალხმა მეტსახელად. პოლიტიკურ ინტრიგებში გაწაფული ცისი მართლაც რომ ტკბებოდა უსაზღვრო ძალაუფლებით. იმ ძალაუფლებით, რომელც მას ყველაზე მაღლა აყენებდა მოკვდავთა შორის. დიდებისაკენ აღმავალი საფეხურის დასაწყისში მან იმდენი მოახერხა, რომ იმპერატორმა სიენ ფენმა, თავის ჰარემში მობინადრე 3 000 უმშვენიერესი გარეგნობის მქონე ხარჭიდან, იგი სცნო ცოლობის ღირსად. სიენ ფენის გარდაცვალების შემდგომ კი მან მთელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. იმისათვის, რომ ყველას წინაშე თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა, ცისიმ სრულად შეინარჩუნა სასახლის კარზე დაწესებული ქცევის ის ეტიკეტები, რომელიც ხაზს უსვავდა მის უპირატესობას სხვათა წინაშე.
ყოველი ტრაპეზის ჟამს, ერთადერთი, ვისაც დამჯდარ მდგომარეობაში შეეძლო მიერთვა ესა თუ ის კერძი, ცისი იყო. არ ჰქონდა იმას მნიშვნელობა, ვინ დაესწრებოდა იმპერატორის ტრაპეზს – გავლენიანი სახელმწიფო ჩინოვნიკები, ჩინელი დიდებულები თუ უცხოელი ელჩები. ის კი არა და, მათ ჭამის უფლება თავად იმპერატორი ქალისგან უნდა მიეღოთ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის „ღირსად” მიიჩნევდა რომელიმეს. მაგრამ არც ამ სიტუაციაშიც არ ეძლეოდა იმპერატორი ქალის „რჩეულს” დამჯდარიყო და ადამიანურად მიეღო ეგზომ „საპატიო” ნაწყალობები ლუკმა. მას კერძები ფეხზე მდგომს უნდა მიერთვა. სწორედ ამ ეტიკეტის შესახებ განაცხადა ერთხელ ცისიმ – „მე წინაპრების ტრადიციას არ და ვერ დავარღვევო!” – (ავტორი გენია.ჯი)