ისაბელ კლარა ეუხენია – „ეპიზოდი”
ნიდერლანდების სუვერენული დედოფლის, ავსტრიის ერჰერცოგის – ალბერტ VII ავსტრიელის მეუღლის – ისაბელ კლარა ეუხენიას (1566-1633 წლები) სახელთან ერთი პატარა საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტმა ქალმა ძალიან უცნაური აღქმა დადო, რომლის მიხედვითაც იგი მანამ არ გამოიცვლიდა ქვედა საცვალს, სანამ მისი ქმარი ბელგიაში არსებულ აჯანყებულ ქალაქ – ოსტენდეს არ აიღებდა და კვლავაც თავისი გავლენის ქვეშ არ მოაქცევდა. ოსტენდეს აღებას წლები დასჭირდა და, როგორც ირწმუნებიან, მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდის გასვლისა, ეუხენიას თავისი აღქმა მაინც არ დაურღვევიაო. – (ავტორი გენია.ჯი)