იური გაგარინი – „ეპიზოდი”
„გაგარინი კოსმოსში გაფრინდა და იქ ღმერთი ვერ ნახაო”, – ცინიკურად შენიშნავდნენ ხოლმე „წითელ იმპერიად” წოდებულ საბჭოეთში ათეისტები. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა კოსმონავტი და პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა - იური გაგარინი (1934-1968 წლები), როგორც ერთ-ერთი რიგითი რუსი პროვინიციელი, სადაც განსაკუთრებით ძლიერი იყო მართლმადიდებლური ტრადიციები, ამ დიდებული რელიგიური ტრადიციების დამცველ ოჯახში აღიზარდა. მის სახლში მოწყობილ სალოცავ კუთხეში მრავალი ხატი იყო დავანებული. ალბათ ამიტომაც იყო, მის დიად მისწრაფებასა და ღვთის რწმენას შორის რაიმე სახის ურთიერთწინააღმდეგობას რომ ვერ აწყდებოდა იგი. ცნობილია ისიც, რომ კოსმოსში გაფრენამდე მცირეოდენი ხნით ადრე, პირველმა საბჭოთა კოსმონავტმა თავისი ქალიშვილის ნათლობა მოაწყო. გარდა ამისა, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენამდევე გახდა თავისი უახლოესი ნათესავის ნათლია, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნდა მას რელიგიის მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)