Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ადამიანები მდინარეებივით ვართ.
მუდამ იგივე და მუდამ სხვა.
ხან ვღელავთ, ხან ვცხრებით, ხან მივიჩქარით, ხან მივზოზინობთ.
საით?
და უცებ ისე მთავრდება ჩვენი სრბოლა, ვერც კი ვხვდებით, როგორ და რატომ ვუერთდებით უსაზღვრო მორევს, რათა კვლავ და კვლავ უწყვეტ ტალღასავით მომდინარე, იმავ მარადიულ სრბოლაში ჩავერიოთ და უსასრულო წრეში ტრიალით, პირობითი დასაბამიდან პირობით დასასრულამდე ნიადაგ ვიდინოთ და ვიდინოთ…”